суббота, 1 февраля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე , კიდევ უფრო საინტერესო და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული იყო....
მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით ,მოვახდინეთ პროექტის  შეფასების ფორმების შერჩევა.  ასევე მოვახდინეთ საპროექტო მასალის , პრეზენტაციის შექმნა PoverPoint-ის პროგრამაში, და  , მიღებული მასალის ბლოგებზე ატვირთვა.
 მადლობა ნინოს..

вторник, 28 января 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ მეორე მოდული(სასწავლო პროექტის დაგეგმვა)სტანდარტების  განსაზღვრა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვსაღზვრეთ სტანდარტით მისაღწევი შედეგები. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბლიკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით.
შევისწავლეთ ძალიან საინტერესო Googl. drav. პროგრამაში მუშაობა, გაზიარება და მასში საჭირო დოკუმენტების შენახვა.
 დიდი  მადლობა ნინოს  გაწეული მუშაობისათვის. 

воскресенье, 26 января 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით და ვისწავლეთ პროექტზე მუშაობისათვის საჭირო საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა (გაფორმება), რითაც შევძლებთ დაინტერესებულ პირთათვის პროექტის მოკლე შინაარსის, პროექტის მიზნებისა და მისაღწევი შედეგების გაცნობას, დაინტერსებას და საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდებას.
ვიცი რომ ეს ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის.
დიდი მადლობა ნინოს გაწეული მუშაობისათვის.