суббота, 1 февраля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე , კიდევ უფრო საინტერესო და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული იყო....
მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით ,მოვახდინეთ პროექტის  შეფასების ფორმების შერჩევა.  ასევე მოვახდინეთ საპროექტო მასალის , პრეზენტაციის შექმნა PoverPoint-ის პროგრამაში, და  , მიღებული მასალის ბლოგებზე ატვირთვა.
 მადლობა ნინოს..

вторник, 28 января 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ მეორე მოდული(სასწავლო პროექტის დაგეგმვა)სტანდარტების  განსაზღვრა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვსაღზვრეთ სტანდარტით მისაღწევი შედეგები. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბლიკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით.
შევისწავლეთ ძალიან საინტერესო Googl. drav. პროგრამაში მუშაობა, გაზიარება და მასში საჭირო დოკუმენტების შენახვა.
 დიდი  მადლობა ნინოს  გაწეული მუშაობისათვის. 

воскресенье, 26 января 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით და ვისწავლეთ პროექტზე მუშაობისათვის საჭირო საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა (გაფორმება), რითაც შევძლებთ დაინტერესებულ პირთათვის პროექტის მოკლე შინაარსის, პროექტის მიზნებისა და მისაღწევი შედეგების გაცნობას, დაინტერსებას და საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდებას.
ვიცი რომ ეს ცოდნა გამომადგება სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის.
დიდი მადლობა ნინოს გაწეული მუშაობისათვის.


суббота, 25 января 2014 г.

წმენდა ქიმიით




დავაკავშიროთ ქიმია ცხოვრებაში გამოყენებულ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებთან. კერძოდ კბილის პასტის შესწავლით, გავზრდით მოსწავლეთა ინტერესს ქიმიის როგორც საგნის მიმართ და შესაძლებლობა გვექნება შევისწავლოთ როგორც ქიმიური ელემენტი ასევე ქიმიური ნივთიერებები.

პირველი დღის რეფლექსია

                                  
ვთვლი რომ გადაწყვეტილება სწორად მიმიღია, ამ ტრენინგში მონაწილეობის მიღების შესახებ.
კურსის პირველივე დღესვე შესაძლებელი იყო მიმეღო ის ინფორმაცია , რომელიც ძალიან საჭიროა პროექტების შექმნისათვის.