суббота, 8 февраля 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია


დღევანდელი დღე ძალიან   საინტერესო  და  სამუშო  ელემენტებით დატვირთული იყო.

ვისწავლეთ მოსწავლეთა ნამუშევარს, როგორ გავუკეთოთ კომენტარი, რათა მოსწავლეებს დავეხმაროთ პრეზენტაციისიის უკეთ  წარმოდგენაში. ამისათვის შევისწავლეთ პრაქტიკულად როგორც   Word    დოკუმენტში ასევე  google.drive.-ში.  მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციის მიხედვით შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშებარის შეფასების რუბლიკა.
ძალიან საინტერესო იყო ბლოგის დიზაინის შეცვლა და ბლოგზე მასალების ატვირთვა .
 დიდი მადლობა ნონოს საინტერესო ტრენინგისათვის.

пятница, 7 февраля 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი მე-3 და მე-4 მოდული, განვიხილეთ როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები, ვასწავლოთ ბავშვებს და გამოვუმუშავოთ საავტორო უფლებების დაცვის უნარ- ჩვევები. ასევე შევისწავლეტ როგორ შევჩმნათ გამოყენებული ლიტერატურის, ვიდეოების და სურათების ჩამონათვალი. მისი გადმოტვირთვა და შენახვა.
შევადგინეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და ავტვირთეთ საკუთარ ბლოგზე.
 მადლობა ნინოს.

суббота, 1 февраля 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე , კიდევ უფრო საინტერესო და პრაქტიკული სამუშაოებით დატვირთული იყო....
მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით ,მოვახდინეთ პროექტის  შეფასების ფორმების შერჩევა.  ასევე მოვახდინეთ საპროექტო მასალის , პრეზენტაციის შექმნა PoverPoint-ის პროგრამაში, და  , მიღებული მასალის ბლოგებზე ატვირთვა.
 მადლობა ნინოს..

вторник, 28 января 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ მეორე მოდული(სასწავლო პროექტის დაგეგმვა)სტანდარტების  განსაზღვრა. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვსაღზვრეთ სტანდარტით მისაღწევი შედეგები. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბლიკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით.
შევისწავლეთ ძალიან საინტერესო Googl. drav. პროგრამაში მუშაობა, გაზიარება და მასში საჭირო დოკუმენტების შენახვა.
 დიდი  მადლობა ნინოს  გაწეული მუშაობისათვის.